ივლისი 29, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ცნობა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად 2009 წლის 31 ივლისს, 16 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ.50/18, მე-2 სართული, გაიმართება კომისიის სხდომა.

კომისიის სხდომაზე განიხილება საქმე, ავტორიზებული პირების (თანდართული სია) მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევის შესახებ (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი - 17.07.2009).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, ავოტრიზებულ პირებს უფლება აქვთ კომისიას წარუდგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები, საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები.

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები