მარტი 14, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაჩნია, რომ 2010 წლის 13 მარტს, ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გადაცემული პროგრამა ”სპეციალური რეპორტაჟი”, რომელიც საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკასაც” შეიცავდა, კონსტრუირებული იყო ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-13 მუხლის, მე-5 პუნქტის უხეში დარღვევით. შედეგად მაყურებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში იქნა შეყვანილი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრების შეფასებით აღნიშნული წარმოადგენდა ტელეკომპანიის შეცდომას და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მოთხოვნების დაცვის მიმართ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ითვალისწინებს და პატივს სცემს თვითოეული მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპს, მაგრამ ამავდროულად კატეგორიულად მოითხოვს ყველა სამაუწყებლო კომპანიისგან განუხრელად დაიცვას ”მაუწყებელთა ქვეცის კოდექსი”, თავი აარიდოს მაყურებელთა და მსმენელთა შეცდომაში შეყვანას, უზრუნველყონ ზუსტი და ჯეროვანი ინფორმაციის გადაცემა.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-7 მუხლის,მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, 2010 წლის 15 მარტს, საგანბგებო სხდომას იწვევს, სადაც შეფასდება ტელეკომპანია ”იმედის” გუშინდელი გადაცემა სამართლებრივი თვალსაზრისით, აგრეთვე დაიგეგემება პრევენციული ღონისძიებები.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

2010 წლის 14 მარტი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები