მაისი 10, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

1. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების  შესაბამისად 2011 წლის 4 ივნისის 00:00 საათიდან იცვლება ფიქსირებული ქსელების ადგილობრივი სატელე­ფონო სადგურების  ნუმერაცია, კერძოდ:

ა) ქ. თბილისში ექვსნიშნა ნუმერაცია შეიცვლება შვიდნიშნა ნუმერაციით და არსებულ სააბონენტო ნომერს დაემატება პირველ ციფრად - 2;  მაგალითად, სააბონენტო ნომერი 76XXXX  გახდება  276 XXXX;

ბ) ქ. რუსთავში გეოგრაფიული კოდი 34 შეიცვლება 341-თ, ხოლო თავად ქ. რუსთავის ადგილობრივ სატელეფონო სადგურებში, სააბონენტო ნომრის პირველი ციფრი - 1, შეიცვლება ციფრი 2-თ; მაგალითად სააბონენტო ნომერი 15 XXXX გახდება 25 XXXX; ქალაქ რუსთავში სხვა გეორგაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკად გამოყენებულ უნდა იქნას ნუმერაციის შემდეგი კომბინაცია - 341-2X-XX-XX;

გ) ყველა სხვა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ხუთნიშნა ნუმერაცია შეიცვლება ექვსნიშნა ნუმერაციით; ადგილობრივ სატელეფონო ნომერს პირველ ციფრად ემატება ციფრი - 2; მაგალითად, ქ. ქუთაისში, სატელეფონო ნომერი 3XXXX გახდება  23XXXX; ქალაქ ქუთაისში სხვა გეორგაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკად გამოყენებულ უნდა იქნას ნუმერაციის შემდეგი კომბინაცია - 431 23XXXX;

     

2. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების  შესაბამისად 2011 წლის 20 ივნისს 00:00 საათიდან იცვლება მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელების ნუმერაცია და მობილურ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად ემატება -  5. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 77-XX-XX-XX  გახდება 577-XX-XX-XX; ფიქსირებული სატელეფონო ნომრიდან (მაგალითად, სილქნეტის, ახტელის ან მაგთიფიქსის ნომრიდან) მობილურ ქსელში დასარეკად უნდა გამოვიყენოთ ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-577- XX-XX-XX, ხოლო მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) - ციფრების შემდეგი კომბინაცია: 577-XX-XX-XX;

 

 

3. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების  შესაბამისად 2011 წლის 27 ივნისს 00:00 საათიდან იცვლება ფი­ჭური პრინციპით მომუშავე  ფიქსირებული სატელეფონო ქსელების ნუმერაცია (მაგთიფიქსი, სილქნეტის უსადენო ტელეფონი) და უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო ნომერს პირველ ციფრად ემატება - 7. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 90-XX-XX-XX  გახდება 790-XX-XX-XX; ფიქსირებული სადენიანი სატელეფონო ნომრიდან (მაგალითად, სილქნეტის, ახტელის  ნომრიდან) ან მობილური ქსელიდან უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო  ნომერზე დასარეკად უნდა გამოვიყენოთ ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-790-XX-XX-XX, ხოლო უსადენო ფიქსირებულ ქსელებში (მაგთიფიქსი, სილქნეტის უსადენო ტელეფონი) სატელეფონო ზარის შესრულებისას, ციფრების შემდეგი კომბინაცია: 790-XX-XX-XX.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები