ნოემბერი 30, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  თვალყურს ადევნებს ტელეკომპანია მაესტროში დილიდან მიმდინარე მოვლენებს და როგორც დამფუძნებლებს ისე მმართველ კომპანიას მოუწოდებს მხოლოდ  სამართლებრივი გზით გადაწყვიტონ მათ შორის არსებული დავა და დაპირისპირება; ასევე,  უმოკლეს ვადაში  უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის თავისუფალ გარემოში საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ჩვენი აზრით, ნებისმიერ დაპირისპირებაზე, თუ ფინანსური სახის საკითხებზე მაღლა უნდა იდგას მედიის დამოუკიდებლობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები