დეკემბერი 02, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  თვალყურს ადევნებს ტელეკომპანია მაესტროს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ვინაიდან მხარეებს შორის დაპირისპირება არ ნელდება. კიდევ ერთხელ, მოუწოდებს, როგორც დამფუძნებლებს ისე მმართველ კომპანიას  მხოლოდ  სამართლებრივი გზით გადაწყვიტონ მათ შორის არსებული დავა. ასევე, მოვუწოდებთ მათ, მისცენ საშუალება ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, საკუთარი პროფესიული საქმიანობის თავისუფალ და მშვიდ გარემოში შეასრულების. ვიმეორებთ, რომ ნებისმიერ დაპირისპირებაზე, თუ ფინანსური სახის საკითხებზე მაღლა უნდა იდგას მედიის დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება, შპს „რუსთავის მედიის მართვის“ კომპანიის წერილობით მოთხოვნას, უზრუნველყოს კომისიამ საკაბელო ოპერატორების გაფრთხილება, რათა მათ გაწყვიტონ ტელეკომპანია „მაესტროს“ სიგნალის გადაცემა. კომისია განმარტავს, რომ  არასოდეს არ ერეოდა და ერევა მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ საკაბელო ოპერატორების საქმიანობაში,  საკაბელო ოპერატორები, მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, დამოუკიდებლად განსაზღვრავენ  მათ საკაბელო ქსელში ჩასასმელ სამაუწყებლო არხებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები