ოქტომბერი 31, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის PR სტრატეგიაზე მსჯელობა

  

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები კომისიის PR სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე მსჯელობდნენ.

შეხვედრა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, სოფიო ბრიტანჩუკმა გახსნა, დისკუსიას საერთაშორისო წამყვანი იურისტების პროექტის სახელით ექსპერტი,  ბარბარა სვონი უძღვებოდა. გარდა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის წარმომადგენლებისა, სამუშაო შეხვედრას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ევრაზიის ფონდის“, „მედია ადვოკატირების ასოციაციის“, „სოროსის ფონდის“, „მედია კლუბის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „IDFI“, “MSI”, ჟურნალ “ტაბულას“ და ჯგუფი “ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე“ წარამომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გრძელვადიანი  გრძელვადიანი PR სტრატეგიის შემუშავების ნაწილია, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით, საერთაშორისო კვლევების და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებას (G-MEDIA) და საერთაშორისო წამყვანი იურისტების პროექტის სახელით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და კომისიის აპარატის დახმარებით უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012–2015 წლების PR სტრატეგიის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც საჯარო იქნება.

პროექტის ინიციატორების და ავტორების მიზანია, უფრო ეფექტიანი გახდეს კომისიის ურთიერთობა დარგის წამომადგენლებთან, მედიასთან და საზოგადოებასთან. დოკუმენტს საფუძვლად დაედება კომისიის მიერ უკვე მიღწეული შედეგები საზოგადოების ინფორმირების კუთხით და ასევე, შეტანილი იქნება ახალი ინტერაქტიული მედია პლატფორმები მომხმარებლებთან, ოპერატორებთან, მედიის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოსახლეობასთან პროაქტიულად და ინტერაქტიურად თანამშრომლობისთვის.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები