წვდომის მენიუ

ივნისი 26, 2017 18:36

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

2017 წლის 27 ივნისს, 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის 2016 წლის ანგარიში პრეზენტაცია გაიმართება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია ყოველწლიურად საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.

27 ივნისს დაგეგმილ პრეზენტაციაზე მიწვეულია დიპლომატიური კორპუსის, მედიის, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები