ივნისი 26, 2014 17:17

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივი განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ერთობლივი განცხადება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობის, წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფის და არჩევნების კონკურენტულ გარემოში გამართვის საჯარო მიზნებიდან გამომდინარე გაკეთდა.

მხარეები მოუწოდებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს, ასევე ეროვნულ საერთო მაუწყებლებს განაგრძონ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა. ასევე მიმართვა იმ ადგილობრივ მაუწყებლებსაც ეხება, რომელთა სამაუწყებლო ზონაშიც ადგილობრივი თვითმართველობის თანამდებობის პირთა (მერები, გამგებლები) არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

საქართველოს ორგანული კანონი „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის არჩევნების, როგორც პირველი ტურის, ისე მეორე ტურის  ჩათვლით ხორციელდება.  

თანდართულ ფაილად იხილეთ განცხადების დედანის ასლი.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები