წვდომის მენიუ

დეკემბერი 02, 2016 12:26

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 20 ოქტომბრის №625/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა” განცხადებით მიმართა და კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბერის N625/15 გადწყვეტილების მე-2 მუხლის შეცვლა მოითხოვა, ისე რომ ნუმერაციის რესურსის 116 006 გამოყენება ოჯახში ძალადობის საკითხებთან ერთად, სექსუალური ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის გახდეს შესაძლებელი. აღნიშნული განცხადების საფუძველზე კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ზეპირი მოსმენა 2016 წლის    29     დეკემბერს გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები