აგვისტო 14, 2015 18:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ ”სამოქალაქო განვითარების ფონდის” წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” საჩივარზე საქმის წარმოება შეწყვიტა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტის“ საჩივარი ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდის“ (ბრენდული სახელი - „ტაბულა“) წინააღმდეგ წარმოებაში 30 ივლისს მიიღო. „ადამიანის უფლებეთა ცენტრი“ მის მიერ დამზადებული სარეკლამო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით ტელეკომპანია ”ტაბულას” სამაუწყებლო ბადეში განთავსებას ითხოვდა, რაზეც მან ტელეკომპანიისგან უარი მიიღო. ”ტაბულამ” მიიჩნია, რომ სარეკლამო რგოლით არასამათავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საქმიანობის რეკლამირება ხდებოდა.

13 აგვისტოს დანიშნულ ზეპირ მოსმენამდე, მხარეებმა კომისიას მორიგებისა და  არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტის“ მიერ საჩივარზე უარის თქმის შესახებ აცნობეს, რის საფუძველზეც კომისიამ საქმის წარმოება შეწყვიტა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები