წვდომის მენიუ

ივლისი 21, 2016 14:09

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალების ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში საერთაშორისო ზარებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ნუმერაციის რესურსისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, აღნიშნული კომპანიების აბონენტების - შპს ,,ტრანს ლოჯისტიკისა“ და შპს ,,ინტერ ტრანსის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრებიდან  საერთაშორისო ზარის მოქმედი რეგულაციების  დარღვევით დასრულების ფაქტები გამოვლინდა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ადგილი ქონდეს სახელმწიფოსთვის (აქციზის გადასახადი) და კომპანიისთვის (მოგების მიღება) ქონებრივი ზიანის მიყენებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალები კომისიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში,  გამოკვლევისთვის  გადაუგზავნა, ხოლო შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები