წვდომის მენიუ

მარტი 17, 2016 18:59

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად აუქციონები გამოაცხადა - რესურსით სარგებლობის ლიცენზიების საწყისი ღირებულება დაახლოებით 160 მლ ლარს შეადგენს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მეოთხე თაობის (4G) მომსახურებების დასანერგად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად  ცხრა ლოტიანი აუქციონი  გამოაცხადა.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 800/900/1800/2100 დიაპაზონებში გამოცხადდა.

N1, N2, N3, N4 ლოტებით 800 მეგაჰერც დიაპაზონში ხელმისაწვდომი სიხშირული რესურსია გამოტანილი აუქციონზე. თითოეულ ლოტზე 2x5 მეგაჰერცი რადიოსიხშირული სპექტრია, რომლის საწყისი ღირებულებაც 24 მილიონ 182 193  ათასი ლარია.

N5 ლოტზე 900 მეგაჰერც დიაპაზონში 2x4.5 მეგაჰერცია გამოტანილი აუქციონზე, აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 21 მილიონი 112 232 ათასი ლარი და 85 თეთრია.

N6 ლოტზე 1800 მეგაჰერც დიაპაზონში 2x5 მეგაჰერცია გამოტანილი აუქციონზე, აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 13 მილიონი 525 957 ათასი ლარი და 50 თეთრია.

N7, N8 და N9 ლოტებზე კი 2100 მეგაჰერც დიაპაზონში ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული სპექტრია აუქციონზე გამოტანილი. თითოეულ ლოტზე ხელმისაწვდომია 2x5 მეგაჰერცი, რომლის საწყისი ღირებულება  8 მილიონ 199 336 ათასი ლარია.

აუქციონზე გამოტანილ ცხრავე ლოტზე ერთი ბიჯის ოდენობა შეადგენს კონკრეტულ დიაპაზონში ხელმისაწვდომი რადიოსიხშირული რესურსის საწყისი ღირებულების 0.5% დამრგვალებულ მთელ რიცხვამდე.

საერთო ჯამში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ცხრა ლოტიანი აუქციონით დაახლოებით 160 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების რესურსი გამოიტანა.

მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად (LTE) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებული კომპანია/კომპანიები რესურსით სარგებლობას 15 წლის ვადით შეძლებენ. კომპანიას/კომპანიებს სალიცენზიო ვალდებულებად საქართველოს დასახლებული პუნქტების 90% მოცვის ვალდებულება განესაზღვრებათ, შემდეგი გრაფიკით:

 

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა   დასახლებული პუნქტების  მინიმუმ:

1.

30%-თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში

2.

50%-თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში

3.

70% -თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში

4.

90%-თვის

ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში

 

აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების მიღება კომისიაში 2016 წლის 13 მაისის 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონის  ჩატარების თარიღად კი  2016 წლის 31 მაისის 12:00 საათი განისაზღვრა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები