სექტემბერი 28, 2015 13:07

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიზიკური პირის გიორგი ორაგველიძის მაუწყებლად ავტორიზაცია განახორციელა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე ფიზიკურმა პირმა გიორგი ორაგველიძემ  2015 წლის 1 სექტემბერს მიმართა. განცხადების შესაბამისად, კომისიამ ავტორიზაცია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განახორციელა და ფიზიკურ პირს გიორგი ორაგველიძეს მაუწყებლობის სახეობად -კერძო მაუწყებლობა, ხოლო ქვესახეობად - სპეციალიზებული (კინო-სერიალები/გასართობი გადაცემები) ტელემაუწყებლობა განუსაზღვრა.

 ფიზიკური პირი გიორგი ორაგველიძე მაუწყებლობის განხორციელებას ქართულ ენაზე დღე-ღამის განმავლობაში  6 საათი 2016 წლის 2 მაისიდან შეძლებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები