ოქტომბერი 17, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზარზე ზღვრული ტარიფი დაადგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ პროვაიდერებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფების ზღვრული ოდენობის დასადგენად, განიხილა  კომპანიების მიერ  წარმოდგენილი გაანგარიშების მოდელები. კომისიის მიერ გაანალიზდა წარმოდგენილი მოდელების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და კორექტირების შემდგომ კომისიამ, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, დაადგინა ინტერნეტ პროვაიდერების გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფების ზღვრული ოდენობა, რომელიც  შეადგენს დაახლოებით 5 000 ლარს 1 გბიტ/წმ. ურთიერთჩართვის სიმძლავრეზე.

აღნიშნული ტარიფის ზღვრული ოდენობის დადგენა ხელს შეუწყობს ინტერნეტ პროვაიდერებს შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაფორმებას და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ხარისხიანი და სათანადო სიმძლავრის ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სხვადასხვა ინტერნეტ პროვაიდერების აბონენტებისათვის ინტერნეტ ქსელში განთავსებულ რესურსებთან (ვებ-გვერდებთნ) შეუზღუდავ, არადისკრიმინაციულ და თანასწორუფლებიან ხელმისაწვდომობას, რაც ბაზრის ამ სეგმენტზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების წინაპირობაა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები