აპრილი 30, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ITU–ს სემინარში მიიღო მონაწილეობა

24–26 აპრილს, აზერბაიჯანში, ქალაქ ნახჭევანში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ITU-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სემინარი – „სატელეკომუნიკაციო/ICT  ინდიკატორების ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარებთან“ გაიმართა. საქართველოს სახელით, სემინარში მონაწილეობას იღებდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი რატი სხირტლაძე.

სიტყვით გამოსვლის დროს, კომისიის წარმომადგენელმა სემინარის მონაწილეებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა გააცნო. მან ასევე  ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარი, პრეზენტაციის სახით წარმოდგენილ იქნა კონრეტული სატელეკომუნიკაციო სერვისების მიხედვით აბონენტების რაოდენობა, ტექნოლოგიების პროცენტული გადანაწილება ბაზარზე და ა.შ.

მოხსენების მეორე ეტაპი დაეთმო კომისიაში საერთაშორისო სტანდარტების სტატისტიკური ბაზის შექმას, მის დანერგვას, ტექნიკურ მახასიათებლებს და რეგულირებას. მოხსენების ბოლოს რატი სხრიტლაძემ წარმოადგინა კომისიის სატესტო ანალიტიკური პორტალი, რომლიც დარგით დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს დეტალურად გაეცნონ საქართველოს სატელეკომუნიკაციო და მაუწყებლობის დარგის სტატისტიკას და ტენდენციებს. პორტალზე მუშაობას კომისია უახლოეს პერიოდში დაასრულებს.

სემინარის დასრულების შემდეგ ITU–ს წარმომადგენელების ინიციატივით, კომისიის ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს რატი სხირტლაძეს სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების ექსპერტის   (Expert on Telecom/ICT Indicators) სტატუსი მიენიჭა, რაც საშუალებას მისცემს კომისიას მონაწილეობა მიიღოს ITU-ს სატელეკომინიკაციო /ICT ინდიკატორების შემუშავებაში.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები