ივლისი 13, 2015 19:26

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომისიის აპარატის თანამშრომლებს საჩუქრები გადასცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირებიდან 15 წლისთავის აღსანიშნავად, კომისიის შექმინის დღიდან  აპარატში დასაქმებულ პირებს იოსებ აბულაძეს, ნინო კალანდაძეს, გულნარა რევაზიშვილის, იზოლდა საგანელიძეს, რევაზ სვანიძეს, მაია ქადეიშვილს, თემურ ძაგნიძეს, იოსებ ხარებავას და ნატო ჯანელიძეს საჩუქრები გადაეცა.

კომისიის პირველმა თავმჯდომარემ ვახტან აბაშიძემ და კომისიის წევრებმა კახი პოპიაშვილმა და დავით პატარაიამ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პირველი სხდომა 2000 წლის 1 ივლისს გამართეს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2000 წელს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ჩამოყალიბდა; მოგვიანებით ეს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებმა ჩაანაცვლა.

კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას.  იგი  ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წინაშე და ხელისუფლების სამივე შტოს წარუდგენს თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს.

კომისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, მისი შემოსავლის წყარო რეგულირების საფასურია, რომელსაც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირები იხდიან.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები