ივლისი 29, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა. ქ. თბილისში მეტრულ ტალღოვან (FM) დიაპაზონში საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში განაცხადი სამმა კომპანიამ შპს „ემ პაბლიშინგმა“, სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ და შპს „სინდიკატი 104.3“–მა შემოიტანა.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2011 წლის 29 აგვისტოს, 17:00 საათამდე. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 2011 წლის 30 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

რადიმაუწყებლობის ლიცენზიის ღირებულებად 10 692 ლარი განისაზღვრა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კონკურსისთვის მოსამზადებელი სხდომა კი 2011 წლის 2 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები