აგვისტო 14, 2015 18:00

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”ახალნეტი” 3000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ შპს ”ახალნეტისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას კანონით გათვალისწინებული მინიმალური 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”ახალნეტი”, რომელიც არის ავტორიზებული პირი  არ ასრულებს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისინებულ ვადლებულებებს, წარმოდგენილი  არ აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები