წვდომის მენიუ

ივლისი 22, 2016 17:19

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „CTV-ჯორჯიას” ავტორიზაცია შეუჩერა

შპს „CTV-ჯორჯიას” მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, კომისიამ ავტორიზაციის შეჩერების შესახებ იმსჯელა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შპს „CTV-ჯორჯიას” მიმართ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უკვე გამოყენებულ იქნა გაფრთხილება და ჯარიმა. აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ შპს „CTV-ჯორჯია“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები