აგვისტო 14, 2015 18:01

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”გამომცემლობა ეტალონის” მაუწყებლად ავტორიზაცია განახორციელა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შპს ”გამომცემლობა ეტალონის” ავტორიზაცია განახორციელა. ავტორიზაცია ”გამომცემლობა ეტალონმა” 24 საათიანი კერძო სპეციალიზებული (სასწავლო/საგანმანათლებლო, გასართობი) მაუწყებლობისათვის მოითხოვა. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები