წვდომის მენიუ

დეკემბერი 02, 2016 12:27

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “კავკასუს ონლაინს“ შპს „პისი მაქსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენაზე თანხმობა მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „კავკასუს ონლაინმა“ და შპს „პისი მაქსმა“ მიმართეს. ელექტრონული კომუნიაკაციების სფეროში ავტორიზებულმა პირებმა  შპს „პისი მაქსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის) შპს “კავკასუს ონლაინის“ მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობა მოითხოვეს.

ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით და ტერმინალური საშუალებებით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით კომისიამ მოკვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ შპს „პისი მაქსის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “კავკასუს ონლაინის“ მიერ  შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება და აღნიშნული ტრანზაქცია რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ვერ მოახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „პისი მაქსის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “კავკასუს ონლაინის“ მიერ  შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და კომპანიებს მოთხოვნა დაუკმაყოფილა.   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები