წვდომის მენიუ

მარტი 14, 2016 14:28

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “კომპანია მედიასტრიმი“(რადიო OKFM) არასათანადო რეკლამის განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “კომპანია მედიასტრიმი“(რადიო OKFM)  კომერციული რეკლამის წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული  მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ,,კომპანია მედიასტრიმის“ (რადიო OKFM) ეთერში, ადგილი ჰქონდა  სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევას. კერძოდ, რუბრიკაში „OK გაითი“ წამყვანი კომერციული რეკლამისათვის დამახასიათებელი შინაარსით მოუწოდებდა მსმენელს სხვადასხვა კომპანიის პროდუქციის შეძენას, ასევე კომპანიას „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ (სპორტული ბლოკის) წამყვანის დიმა ობოლაძის მონაწილეობით   ,,კრისტალბეთის” სარეკლამო რგოლი ჰქონდა განთავსებული.

„მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია  პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება  და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება. ასევე, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგიში.

კომისიამ საკითხი საჯარო სხდომაზე შპს “კომპანია მედიასტრიმის“ (რადიო OKFM) წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილა საკითხთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ კომპანიამ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველო კანონის, რის გამოც სანქცია - წერილობითი გაფრთხილება დააკისრა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები