წვდომის მენიუ

ნოემბერი 18, 2016 18:48

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომს“ შპს „დელტა კომმის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „მაგთიკომა“ და შპს „დელტა კომმა“ მიმართეს. კომპანიებმა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომმის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მოითხოვეს. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით, კომისიამ  ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ბაზრის კონკურენტული ანალიზის ჩატარების საფუძველზე კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ  შპს „დელტა კომის“   წილის 100 პროცენტის  შეძენის შემთხვევაში შპს „დელტა კომს“ ზონათშორის ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების, ადგილობრივ ზონაში ოპტიკურ-ბოჭკოვან  მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების,  ადგილობრივ ზონაში  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების მომსახურების, ზონათშორის  მაგისტრალური  საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების მომსახურებისა და ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ყველა იმ გეოგრაფიულ ზონაში, სადაც საქმიანობს, კომპანიას შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა, რაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფას და დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს.

კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულებების დაკისრების გათვალისწინებით შპს „დელტა კომმის“ წილის 100 პროცენტის  შპს „მაგთიკომის“ მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები