წვდომის მენიუ

ნოემბერი 29, 2016 17:20

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „MAXNET“-ს შპს „ტვ ნეტის“ წილის 100 პროცენტის შეძენასა და შერწყმაზე წინასწარი თანხმობა მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „MAXNET“-მა და შპს „ტვ ნეტმა“ მიმართეს. კომპანიებმა შპს „MAXNET“-ის მიერ შპს „ტვ ნეტის“ წილის 100 პროცენტის შეძენასა და შერწყმაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მოითხოვეს.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე კომისიამ  შეისწავლა  ავტორიზებული და მათთან აფილირებული  პირების საქმიანობა და  აღნიშნული შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ კომპანიების მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად, აღნიშნული ტრანზაქცია რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ვერ მოახდენს და არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება.  შესაბამისად კომისიამ  შპს „ტვ ნეტის“ წილის 100%-ის შპს „MAXNET“-ის მიერ შეძენასა და მათი შერწყმის შესახებ წინასწარი თანხმობის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიებს შერწყმის შემთხვევაში, “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა დაევალა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები