აგვისტო 21, 2015 13:42

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რ.ბ.ჯ”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიციფირება განახორციელა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს ”რ.ბ.ჯ”-იმ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების განცხადებით მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ  კომპანიას საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელება სურდა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით შპს ”რ.ბ.ჯ”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირება განახორციელა და კომპანიას მაუწყებლობის ქვესახეობად სპეციალიზებული (კინო-სერიალები/გასართობი გადაცემები) ტელემაუწყებლობა განუსაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები