აგვისტო 21, 2015 13:42

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ ქ.თბილისში კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება აღასრულა და 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” გამოაცხადა, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 12 საათი განესაზღვრა. კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა კომპანიამ 2025 წლის 20 აგვისტომდე მიიღო.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები