აგვისტო 21, 2015 13:44

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი გადადო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც სამაუწყებლო პროგრამების ბადის 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე კომისიაში წარმოუდგენლობას ეხებოდა, ერთი კვირით გადადო. ამის მიზეზი, კომისიის სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლების გამოუცხადებლობა გახდა. კომისიის სხდომაზე თავმჯდომარე შპს ”ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ღია წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია აღნიშნული წერილის გამოქვეყნების მიზანი. კომისია მიიჩნევს, რომ წერილში მოყვანილი ბრალდებები უსაფუძვლოა და  კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდებს დაესწრონ სხდომას და სამუშაო რეჟიმში იმსჯელონ საკითხებზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები