აგვისტო 14, 2015 17:59

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს ”სილქნეტს” შპს ”მაგთიკომის” კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენაზე თანხმობა მისცა

შპს ”მაგთიკომის” სარგებლობაში არსებული საოპერაციო აქტივის სს”სილქნეტის” მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით კომპანიებმა კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს. საოპერაციო აქტივს წარმოადგენს ფიქსირებული (სადენიანი) საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები და აპარატურა, რომლითაც ხორციელდება მომსახურების მიწოდება 244XXXX სააბონენტო ნომრებით (სულ 10 000 სააბონენტო ნომერი).

ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს  “მაგთიკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს “სილქნეტის“ მიერ  შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

ამასთან, კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, კომპანიებს დაავალა, უზრუნველყონ შპს “მაგთიკომის“ კუთვნილი 244XXXX სააბონენტო ნომრებით მოსარგებლე აბონენტების ინფორმირება მომსახურე კომპანიის  შეცვლის თაობაზე;

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები