ივნისი 10, 2011

საქათველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „სუპერ ტვ–მ“ მომართა  და აცნობა, რომ ქ. თბილისში მოქმედი საკაბელო ოპერატორების უმრავლესობა ისეთის არხების მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს, რომელთა  ჩვენების უფლება  ნებადართული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე.

„სუპერ ტვ–ს“ მხედველობაში ჰქონდა „ენტევე პლუსის“ სამაუწყებლო პაკეტში შემავალი არხები, კერძოდ: „ენტევე პლუს პრემიერა“, „ენტევე პლუს კინოჰიტი“ და „ენტევე პლიუს კინოკლუბი“. გარდა ამისა, „სუპერ ტვ–ს“ ინფორმაციით, არა მხოლოდ თბილისში არამედ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საკაბელო მაუწყებელს შეუწყდა  „ვისატის“ პაკეტში შემავალი არხების: „ტვ 1000“, „ტვ 1000 ექშენი“,  „ჰისთორი“ და სხვა , ტრანზიტის უფლება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედ ყველა საკაბელო მაუწყებელს გაუგზავნა წერილი და მოსთხოვა, მათ სამაუწყებლო ბადეში არსებულ ყველა სამაუწყბელო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების ნოტარიულად დამოწმებული ასლების კომისიაში  წარმოდგენა. ამასთანავე, კომისიამ აცნობა საკაბელო ოპერატორებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პერმანენტულად ამოწმებს კომისიის უწყებრივ რეესტრში რეგისტრირებული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. რაზედაც ცალსახად მეტყველებს კომისიის მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თუ სხვა საკანონმდებლო  ნორმების დარღვევების შესახებ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები