ივლისი 22, 2011

„სატელიტსერვისი“ ერთდროულად გაფრთხილდა და დაჯარიმდა 5 ათასი ლარით

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე კომპანია „სატელიტსერვისს“ ორი სანქცია დაეკისრა.

კომპანია ულიცენზიოდ ახორციელებდა მაუწყებლობას, რაც გახდა მისი 5 000 ლარით დაჯარიმების საფუძველი;

გარდა ამისა, კომპანია ,,სატელიტსერვისი“ საკუთარი საკაბელო ქსელით, სათანადო უფლების გარეშე,  ახდენდა შემდეგი არხების რეტრანსლირებას: ,,აჭარის ტელევიზია“, „Euronews“, „Дом Кино“, „National Geographic“, „НТВ+Наш футбол“, „НТВ + футбол“, „ТНТ“, „СТС“, „Cartoon Network“, „Eurosport“, „Disney“. კომისიაში გამართულ სხდომას, კომპანია ,,სატელიტსერვისის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც აღიარა კომპანიის დარღვევა.

კომისიამ ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ, ორი სხვადასხვა დარღვევისათვის, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ,,სატელიტსერვისის“ დაჯარიმებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის შესაბამისად,  მისი გაფრთხილების თაობაზე  მიიღო გადაწყვეტილება. კომპანიას დაევალა ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში და გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ  არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები