სექტემბერი 11, 2014 18:35

სატენდერო კომისიის სხდომა

2014 წლის 12 სექტემბერს, 15:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართება.

 

სატენდერო კომისიის შეკრების მიზანია რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის და მობილური სადგურის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიის (ROHDE & SCHWARZ GmbH & Co. KG) საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობის შესწავლა და ამ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა. (აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=122525&lang=ge)

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტენდერის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სატენდერო კომისიის სხდომაზე  ამკვირვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოიწვია.  სატენდერო კომისიის სხდომა ღიაა მედიის წარმომადგენლებისთვისაც.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები