დეკემბერი 13, 2011

შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შავი ზღვის  აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების (BRAF) ფორუმს უმასპინძლა.

კონფერენცია, რომელიც სასატუმრო „შერატონი მეტეხი პალასში“ გაიმართა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა გახსნა. ერთდღიანი ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმის ოფიციალური ვებ. გვერდი (www.braf.info) წარედგინა, ასევე მხარეებმა საკუთარი ქვეყნების მაგალითზე სამაუწყებლო სექტორი და კანონმდებლობა განიხილეს.

დისკუსია გაიმართა ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ფორუმში მონაწილე ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ამ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე (რადგან ფორუმის წევრ ქვეყნებს მეტ–ნაკლებად ერთ პერიოდში უწევთ ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყბელობაზე გადასვლა) და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე, დაიგეგმება საინფორმაციო ხასიათის ვიზიტებიც. თბილისში გამართული კონფერენციის ფარგლებში, რვა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლმა  ფორუმის თავმჯდომარის არჩევის წესი ჩამოაყალიბა, ასევე, ორგანიზაციის სამუშაო და ოფიციალურ ენად, ინგლისური ენა დამტკიცდა.

შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმი 2009 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება. ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არიან საქართველოს, თურქეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუმინეთი, რუსეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, უკრაინა და სერბეთი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები