წვდომის მენიუ

მაისი 27, 2016 18:13

შეტყობინება შპს „არგოს“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „არგოს“ ვერ ჩაბარდა შეტყობინება  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე წარმოების დაწყების,  სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ.  შესაბამისად,  შპს „არგოსთვის“  გაგზავნილი წერილის შინაარსი საჯაროდ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ - გვერდზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2016 წლის 19 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში ,,კომისია”) მიერ ჩანიშნული სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო  შპს „არგოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  დარღვევის  გამო,  გადაიდო და გაიმართება 2016 წლის 2 ივნისს, 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18.   

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად,  შპს „არგოს“  უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები. 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

კომისია მიაჩნია, რომ შეტყობინების შიინარსის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება შპს „არგოსთვის“ გაცნობის ალტერნატიული ფორმაა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები