დეკემბერი 11, 2015 13:20

შეტყობინება შპს „CTV-ჯორჯიას“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ წერილის ჩაბარება ვერ შეძლო.  ამიტომ, კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე საჯაროდ ქვეყნდება შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ გაგზავნილი წერილის შინაარსი:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გატყობინებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში  (შემდგომში ,,კომისია“)  2015 წლის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე დანიშნული სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო შპს „CTV - ჯორჯიასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და ,,კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19  გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების, კერძოდ, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენის ვალდებულებების დარღვევის გამო (საფუძველი: კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის  2015 წლის 6 ნოემბრის №შ-10/8541-15 და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9199-15 მოხსენებითი ბარათები), გადაიდო და გაიმართება 2015 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღია 2015 წლის 30 ნოემბერი. გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ კომისიაში წარადგინოთ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოთ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები. 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა კომისიის სხდომასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში.“

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები