დეკემბერი 01, 2015 17:41

შეტყობინება შპს „დიაპაზონს“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „დიაპაზონისთვის“ წერილის ჩაბარება ვერ შეძლო.  ამიტომ, კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე საჯაროდ ქვეყნდება შპს „დიაპაზონისთვის“ გაგზავნილი წერილის შინაარსი:

 „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2015 წლის 26 ნოემბერს ჩანიშნული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) სხდომა, შპს „დიაპაზონის“ მიერ შეტყობინების ჩაუბარებლობის გამო გადატანილ იქნა 2015 წლის 3 დეკემბერს, 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18, სადაც განიხილება შპს „დიაპაზონისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  დარღვევის  გამო (საფუძველი: კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 5 ოქტომბრის №10/7439-15 მოხსენებითი ბარათი და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 5 ნოემბრის N10/8500-15 სამსახურებრივი ბარათი).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღია 2015 წლის 20 ნოემბერი. გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ კომისიაში წარადგინოთ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოთ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები. 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა კომისიის სხდომასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში“.

კომისია მიიჩნევს, რომ წერილის ვეგბერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება, მისი შინაარსის შპს „დიაპაზონისთვის“ გაცნობის ალტერნატიული ფორმაა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები