ოქტომბერი 08, 2014 14:46

შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისთან

დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტრორის ოფისთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სამსახური.

შეხვედრაზე მხარეებმა პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის პერსონალური ინფორმაციის გამოყენების მხრივ მსოფლიო გამოცდილება განიხილეს და შეთანხმდნენ, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, რეგულირების ეფექტური მოდელის შემუშავების მიზნით ერთობლივი სამუშაო პროცესის დაწყების თაობაზე.

ორი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები  მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდედ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები