წვდომის მენიუ

მარტი 27, 2017 12:57

შპს „ალგოგინი ენტერტაინმენტ მედია გრუპმა“ მაუწყებლობაზე ავტორიზავია გაიარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ალგოგინი ენტერტაინმენტ მედია გრუპის“ განაცხადი და კომისიის უწყებრივ რეესტრში ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად დაარეგისტრირა. 

კომპანია, ბრენდული სახელწოდებით „Universe Channel“, კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი/გასართობი) ტელემაუწყებლობის დაწყებას 2017 წლის 1 მაისიდან გეგმავს. „Universe Channel“ აუდიტორიისთვის ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები