ნოემბერი 20, 2015 18:22

შპს „ალიონი“ წერილობით გაფრთხილდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ალიოინი“ გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების გამო  წერილობით გააფრთხილა.

მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „ალიონი“ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა შეამოწმა. შედეგად, გაირკვა, რომ კომპანია შემდეგ სამაუწყებლოი არხებს გადასცემდა შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  „იმედი“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ქართული არხი“, „მეგა ტვ“, „პალიტრა ტვ“, „საფერავი ტვ“, „მაესტრო“, „ერთსულოვნება“, „დრო“, „კომედი არხი“, „ჯი-დი-ეს თი-ვი“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „ობიქტივი“, „აჭარა“, „რიონი“, “TV 11”, “THT” და „PY TB„.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ალიონს“ დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები