თებერვალი 15, 2013

შპს „ახალმა ქსელებმა“ ნუმერაციის რესურსი - 118 00 მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე  შპს „ახალ ქსელებს“ ნუმერაციის რესურსი – 118 00 მიენიჭა.

„ახალმა ქსელებმა“ ნუმერაციის რესურსი საინფორმაციო - საცნობარო მომსახურებისთვის უნდა გამოიყენოს. აღნიშნული მომსახურება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო ენაზე, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში. გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას და ასევე მის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული. 118 00–ის მეშვეობით კომპანიამ მომხმარებლებს მხოლოდ სატელეფონო–საცნობარო ინფორმაცია უნდა მიწოდოს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები