ნოემბერი 16, 2012

შპს „ახალმა ქსელებმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ახალმა ქსელებმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  995 431 2136XX - 995 431 2137XX, სულ 200 სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის  გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა ქალაქი ქუთაისი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები