მაისი 11, 2012

შპს „ახტელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ახტელის“ მოთხოვნის საფუძველზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ორი ნებართვა გაიცა.

კომპანია ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს  ითხოვდა.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ახტელმა“ შემდეგი სახის ნებართვები მიიღო:

ნუმერაციის რესურსი: 800 420 200 – 800 420 209 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, რესურსი გათვალისწინებულია ავტორიზებული საქმიანობისთვის ერთი ნებართვა.

და მეორე ნებართვა, ნუმერაციის რესურსი: 900 000 030 – 900 000 059 (სულ ოცი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (გარდა საქველმოქმედო, მოზრდილთათვის და ავტომატური ინტერაქტიული მომსახურებებისა) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, რესურსი გათვალისწინებულია ავტორიზებული საქმიანობისთვის.

გადაწყვეტილებების სრული ვერსიები, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები