სექტემბერი 14, 2015 16:20

შპს „ბი ემ ფი”-მ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ბი ემ ფი”-ს  მოთხოვნა მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომპანია თანამგზავრული სისტემების გამოყენებით ტელემაუწყებლობის დაწყებს 2016 წლის პირველი იანვირად გეგმავს. მაუწყებლობის ქვესახეობა სპეციალიზებული (მუსიკალურ/გასართობი) იქნება, კომპანია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე იმაუწყებლებს დღე-ღამის განმავლობაში 24 საათი.

კომპანია ვალდებულია მაუწყებლობის დაწყებამდე ათი დღით ადრე კომისიას წარმოუდგინოს ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, ყოველკვირეულად გამოქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროგრამების განრიგი.

გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები