წვდომის მენიუ

აპრილი 12, 2013

შპს „ბლექ სი სატი“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის უფლებას ითხოვს

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, შპს „ბლექ სი სატი“–სთვის კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

შპს „ბლექ სი სატი“ ითხოვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში – 6 საათი.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2013 წლის 15 მაისს 16:00 სთ-ზე გაიმართება, კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები