წვდომის მენიუ

აგვისტო 11, 2017 17:54

შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ ეგრისმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია აუქციონის წესით მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ეგრისის” განცხადების საფუძველზე სენაკში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი მიმდინარე წლის 7 ივლისს გამოაცხადა.

ტელეკომპანიას ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია სტუდიიდან სენაკის სატელევიზიო ანძამდე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის სჭირდება.  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა  399.60  ლარით იყო განსაზღვრული, აუქციონის ბიჯი  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე - 20.00  ლარს შეადგენდა.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 21 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა და განაცხადი მხოლოდ შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ ეგრისმა“ წარმოადგინა. სააუქციონო სხდომა 2017 წლის 10 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართა. გამარჯვებულად ტელეკომპანია „ეგრისი“ გამოცხადდა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები