იანვარი 28, 2013

შპს დამოუკიდებელმა ტელერადიოკომპანია „ოდიშმა” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გაიმართა.

აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ შპს დამოუკიდებელმა ტელერადიოკომპანია „ოდიშმა” მიიღო, რომელმაც  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 9426.50 ლარად შეიძინა. „ოდიშმა“რადიოსიხშირული სპექტრი ქ. ზუგდიდში წერტილი მრავალწერტილი ტიპის უსადენო ქსელის ასაგებად უნდა გამოიყენოს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აუქციონი,  შპს დამოუკიდებელი ტელერადიო კომპანია „ოდიშის“ განცხადების საფუძველზე, 2012 წლის 28 დეკემბერს გამოაცხადა, საბუთების მიღება კი 2013 წლის 14 იანვრის, 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები