დეკემბერი 07, 2015 14:49

შპს „დატაკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „დატაკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამი ნებართვა მიიღო.

კომპანია თბილსში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებას მომხმარებელს 2810XXX ინდექსზე დაწყებული ათასი სააბონენტო ნომრით  გაუწევს. ქ. ქუთაისში შპს „დატაკომმი“ მომხმარებელს 310XXX ინდექსზე დაწყებული ათასი სააბონენტო ნომრით მოემსახურება, 706 555 XXX  ინდექსზე დაწყებული ათასი სააბონენტო ნომერით კი VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებას განახორციელებს მთელი საქართველოს მაშტაბით.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სამივე ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები