ნოემბერი 16, 2012

შპს „დიაპაზონმა“ გაფრთხილება მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „დიაპაზონმა“ გარკვეული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებაზე კომისიაში ხელშეკრულებების არ წარმოდგენის გამო გაფრთხილება მიიღო.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საკაბელო ოპერატორი –  „დიაპაზონი“ კომისიაში ხელშეკრულებების წარმოდგენის გარეშე ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების  რეტრანსლირებას: „ახალი არხი“, „პირველი საზოგადოებრივი“, „ტელეარხი 25“, „რუსთავი 2“, „აჭარა“, „იმედი“, „საქართველო“, „მაესტრო“, TV 1000”,  “RV Music”, “Fashion TV”, “TV 1000 Русское кино“, „Мир“, „ТРО“, „ТНТ“

აღნიშნულის გათვალსიწინებით, კომისიაში გამართულ საჯარო სხდომაზე  შპს „დიაპაზონს“ დაეკისრა სანქცია, გაფრთხილების სახით. კომპანია ასევე ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნული არხების რეტრანსლირება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები