იანვარი 30, 2014

შპს „ჯეოინტერკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ჯეოინტერკომმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო.

კომპანიას 706 444 XXX ინდექსის  (სულ  ათასი სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსი VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის სჭირდება.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული არელი საქართველოს მთელი ტერიტორიაა. ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები