ნოემბერი 16, 2012

შპს „ჯეოლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ჯეოლაინმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ორი ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  90300-90309, სულ ათი სააბონენტო ნომერი, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (უფასო) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად  გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

ნუმერაციის რესურსი  – 800 300300-800 300309, სულ ათი სააბონენტო ნომერი, „ჯეოლაინმა“ ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის მიიღო.  აღნიშნული ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონა ასევე საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები