მარტი 07, 2013

შპს „ჯეოლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ჯეოლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  - 95200-95229, სულ 30 სააბონენტო ნომერი, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  ნომრებით არასატელეკომუნიკაციო (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო.

ნუმერაციის რესურსი – 903 200 200-903 200 229, სულ 30 სააბონენტო ნომერი, „ჯეოლაინმა“ ინტელექტუალური ქსელებით (დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული)) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის მიიღო.

ორივე ნებართვის მიხედვით, ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები